ძმები კაკულიები ბრალს არ აღიარებენ და იარაღის ჩადებაში საგამოძიებო უწყებას ადანაშაულებენ. კაკულიების ბრალდების საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში.
სასამართლო პროცესზე უფროსმა ძმამ, დავით კაკულიამ სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ მას და მის ძმას საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ჩხრეკის დროს, ცეცხლსასროლი იარაღები ჩაუდეს. მისივე თქმით, ამ ფაქტს იმ ბინის მეპატრონე შეესწრო, სადაც ძმები დააკავეს.
ძმების უფლებადამცველის თქმით, ამ ადამიანის ჩვენება საქმეში დევს და საგამოძიებო უწყებას ეს ინფორმაცია მტკიცებულებებშიც აქვს.
თავის მხრივ, პროკურორმა დავით კაკულიას ამ განცხადებას აბსურდი უწოდა და აღნიშნა, რომ ბინის მეპატრონის ჩვენება საქმეში საერთოდ არ დევს.