პოლიტიკა

ქობულეთში 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ქობულეთში 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ ლექსო ინდუაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება. დაკავებულს გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ორი დღის წინ ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 21 წლის ბიჭი მოკლეს.

ასევე ნახეთ

„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ერთ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია