პოლიტიკა

14 წლის ნინიმ განათლების სამინისტროს დავა მოუგო – სასამართლომ უწყებას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14 წლის ნი­ნიმ, რო­მე­ლიც ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლეა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს დავა მო­უ­გო და უწყე­ბას მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბაც და­ა­კის­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას “პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის” ავ­რცე­ლებს.

“2009 წლი­დან, ნი­ნიმ თე­ლა­ვის მე-9 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ი­წყო სწავ­ლა. 2015 წლამ­დე მას ეტლი არ ჰქონ­და და დე­დას ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი დაჰ­ყავ­და სკო­ლა­ში.

2017 წელს, სკო­ლა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, ახალ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვი­და, რო­მე­ლიც ნი­ნის სახ­ლი­დან შორს მდე­ბა­რე­ობ­და. სკო­ლამ მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­და­საყ­ვა­ნად სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სი შექ­მნა. თუმ­ცა, სატ­რან­სპორ­ტო სერ­ვი­სის შერ­ჩე­ვი­სას, სა­მი­ნის­ტრომ და სკო­ლამ, ნი­ნის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ტრან­სპორ­ტი მისი ეტ­ლის­თვის შე­უ­სა­ბა­მო აღ­მოჩ­ნდა.

ნინი სკო­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. ტრან­სპორ­ტის არ­ქო­ნის გამო, ნი­ნის დედა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­თან­ხმე­ბო­და ბავ­შვის ჩარ­თვას შინ სწავ­ლის პროგ­რა­მა­ში, თუმ­ცა, მა­ლე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ იძუ­ლე­ბი­თი შინ სწავ­ლე­ბა ნი­ნის­თვის, მთე­ლი წელი სკო­ლი­დან გა­რიყ­ვის და მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნის ტოლ­ფა­სი იყო.

14 წლის ნი­ნიმ და დე­დამ, სკო­ლა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად, სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა და­ი­წყეს. ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტრან­სპორ­ტის გა­მო­ყო­ფის მო­თხოვ­ნით, ნი­ნის დედა წე­რი­ლებს წერ­და სკო­ლას და გა­ნათ­ლე­ბი­სა სა­მი­ნის­ტროს. თუმ­ცა, უშე­დე­გოდ.

საქ­მე­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის – PHR”, ჩა­ერ­თო და ნი­ნის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის დად­გე­ნის მო­თხოვ­ნით, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა:

ნინი და PHR- სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ერ­თად ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ:

  • სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.
  • სკო­ლა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო, ვალ­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ, ნი­ნის­თვის სკო­ლა­ში სწავ­ლა, სხვა ბავ­შვე­ბის თა­ნას­წო­რად, ანუ მი­საწ­ვდო­მი ტრან­სპორ­ტის გა­მო­ყო­ფის გზით უზ­რუნ­ვე­ლე­ყოთ.
  • შინ სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში ნი­ნის ჩარ­თვა მოხ­და კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით, რად­გან, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, შინ სწავ­ლე­ბა მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ირ­თვე­ბა, რა­საც ნი­ნის შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.
  • საქ­მე გვქონ­და ნი­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის, თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას­თან

ნინი თა­ვად გა­მო­დი­ო­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე და აქ­ტი­უ­რად იცავ­და თა­ვის და სხვა ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებს (ნი­ნის არ­გუ­მენ­ტე­ბი პრო­ცეს­ზე. ვაქ­ვეყ­ნებთ ნი­ნის თან­ხმო­ბით).

თელავის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა:

სამ­წუ­ხა­როდ, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 2021 წლის 19 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ნინო მა­ი­სუ­რა­ძის სარ­ჩე­ლი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა (მო­სა­მარ­თლე გრი­გოლ ვა­ტი­ტა­ძე):

თე­ლა­ვის სა­სა­მარ­თლოს გან­მარ­ტე­ბით:

სკო­ლის მოს­წავ­ლის ტრან­სპორ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ წარ­მო­ად­გენს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. თუ სკო­ლას გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სი, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­შია იგი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი და არა ვალ­დე­ბუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყოს მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სით.

ტრან­სპორ­ტის ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბის დროს სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლი არ იყო გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა ა.შ.

ნი­ნიმ და PHR-მა, თე­ლა­ვის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ 2023 წლის 14 თე­ბერ­ვალს, ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა და თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით და­ად­გი­ნა შშმ ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან. სა­მი­ნის­ტროს მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ა­კის­რა. (ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­ლე­გია: მო­სა­მარ­თლე მა­რი­ამ ცის­კა­ძე, მო­სა­მარ­თლე შოთა გე­წა­ძე, მო­სა­მარ­თლე ინგა კვა­ჭან­ტი­რა­ძე).

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ნი­ნის პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი იყო: „დავ­მუნჯდი, ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვარ. ვერ ვსა­უბ­რობ“ – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც “პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის” ავ­რცე­ლებს.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია