პოლიტიკა

17 წლის ბიჭმა მეგობართან ერთად დედა მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ბიჭმა მეგობართან ერთად დედა მოკლა. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას – 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის ივნისში თბილისში აქციების საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის ივნისში თბილისში აქციების საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია