პოლიტიკა

2025 წლის პირველი იანვრიდან ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება, პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ ხანგრძლივი პაემნით ისარგებლოს

2025 წლის პირველი იანვრიდან ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება, ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლოს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ. აღნიშნული უფლების შემოღებას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ეს უფლება არ გამოიყენება პატიმრობაში ყოფნის პირველი სამი თვის განმავლობაში და სამარტოო საკანში მოთავსებისას.

ამასთან, ცვლილებებით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს ვიდეოპაემნის უფლებით პირთა ვიწრო წრესთან (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და და-ძმა) წლის განმავლობაში ორჯერ, ხოლო წახალისების სახით – წლის განმავლობაში ერთხელ, დამატებითი ვიდეოპაემნის სახით.

ასევე პროექტით, მსჯავრდებულს შესაძლებლობა ექნება, პაემნის გარესამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით (უფლებით) ჩანაცვლების. კერძოდ, მას შესაძლებლობა ექნება, ხანმოკლე პაემანი შეიცვალოს ვიდეოპაემნით, ხანგრძლივი პაემანი – ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით, ხოლო საოჯახო პაემანი (ქალ მსჯავრდებულს) – ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით (ეს ნორმაც ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან).

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ყველა სახის პაემნით სარგებლობა შესაძლებელი იქნება საფასურის გადაუხდელად.

„დღეს არსებული მდგომარეობით, საფასური დაწესებულია ხანგრძლივი პაემნისთვის. კერძოდ, ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა ხორციელდება მსჯავრდებულის ან სტუმრის ხარჯზე უნაღდო ანგარიშსწორებით. თითოეული ხანგრძლივი პაემნის საფასურის ოდენობა განისაზღვრება 60 ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – 30 ლარით (თუ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემანი გაუგრძელდება არაუმეტეს 47 საათის, საფასურის ოდენობა განისაზღვრება 120 ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – 60 ლარით). აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულებს/მათ სტუმრებს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისთვის აღარ მოუწევთ საფასურის გადახდა, რაც დადებითად აისახება მათ მატერიალურ მდგომარეობაზე“, – ნათქვამია პროექტში.

ასევე ნახეთ

სოფელ კარდენახში 2 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ცენტრალურ გზაზე იარაღით ორი ადამიანია მოკლული. ისინი თანასოფლელები არიან. შემთხვევის ადგილზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია