პოლიტიკა

63 წლის მამაკაცი, რომელსაც მეზობლად მცხოვრები 12 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს

63 წლის მამაკაცი, რომელსაც შიდა ქართლში, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, დანაშაულს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის გამო გაურკვევლობაშია.

„დეტალებს საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მის პოზიციას გეტყვით, რომ ბრალდებას, რის გამოც დაკავებულია, არ ეთანხმება. თვითონაც გაურკვევლობაშია“, – განაცხადა ჯეირანაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებული მიმალვაში არ ყოფილა. ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

გამოძიების ინფორმაციით, 63 წლის მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. გავრცელებული ცნობით, ტაქსის მძღოლმა მეხუთე კლასელი გოგონა, ავტომანქანით დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით წაიყვანა და მასზე ძალადობა სწორედ იქ სცადა. მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა მეზობელ მამაკაცს „იცნობდა და ენდობოდა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი – ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია