პოლიტიკა

ადვოკატი – ბლოგერი უჩა აბაშიძე დაკავებას მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებით მის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს

ერთადერთი, რასაც დაკავებას უკავშირებს, არის მისი ბოლოდროინდელი აქტიურობა მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებით, სხვას ვერაფერს უკავშირებს, – ამის შესახებ გუშინ დაკავებული ბლოგერის, უჩა აბაშიძის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

„რაც შეეხება პროცედურებს, ადვოკატებს არ მოგვეცა საშუალება, დავსწრებოდით და მერე უკვე პოლიციაში გადაყვანის შემდეგ არ მოგვეცა მარტო პირისპირ შეხვედრის საშუალება. მას უკვე დროებითი მოთავსების იზოლატორში გვიან ღამით, გამთენიისას შევხვდით. ორი იარაღი არის ცეცხლსასროლი, რომლებიც რეგისტირებულია უჩა აბაშიძის სახელზე, კანონიერად ფლობს და ინახავს სახლში. ერთი არის გლუვლულიანი და მეორე ხრახნლულიალი, ორივე შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით შეგიძლია, ფლობდე ამ კატეგორიის იარაღს და ინახავდე სახლში. ე.წ. იარაღების მეორე ნაწილი არის სპორტული თამაშის, ეასოფტის იარაღი, რომელიც ისვრის პლასტმასის პატარა ტყვიებს, რომლითაც უამრავი ადამიანი ერთობა საქართველოში. მთავარი ახლა არის, ექსპერტიზა მივიღოთ, ჩავხედოთ, რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში. იმედი მაქვს, რომ იარაღების საკითხი, როგორც არის, ისე იქნება. ამ იმედს გამოვთქვამ, რადგან უჩა აბაშიძე, მართალია. სახლში იმყოფებოდა ჩხრეკის დროს, თუმცა რეალურად ის ჩხრეკას არ ესწრებოდა და იყო პოლიციელების გარემოცვაში, სხვა თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ მის საცხოვრებელ სახლში ისე, რომ აბაშიძის თვალთახედვის არეში არ იყვნენ. ერთადერთი, რასაც ის უკავშირებს, არის მისი ბოლოდროინდელი აქტიურობა მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებით, სხვას ვერაფერს უკავშირებს“, – განაცხადა მახარაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერი უჩა აბაშიძე გუშინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.

ასევე ნახეთ

საქართველოს პროკურატურა – თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ევროპელი მოსახლეობისგან მიღებული, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე

საქართველოს  პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შპს მორგან ლიმიტედის სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია