პოლიტიკა

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ცუდად გახდა და ამ ეტაპზე სასამართლოში ჩართვაზე უარს აცხადებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” ცუდად გახდა.

როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტთან კლინიკაში მეორე ადვოკატი ილია ლომია იმყოფება, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ექიმების დახმარება დასჭირდა. სხდომა ამ ეტაპისთვის სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

„იქ იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი ილია ლომია, რომელიც ახლახან დამიკავშირდა. თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, ექიმი გამოიძახეს და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე. თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს ჩართვას, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და მან მოისურვოს ჩართვა”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე, ვიდრე ქვეყანაში გისოსებში ვიჯდე

8-წლიან მუხლზე არ დავმალულვარ და ერთწლიან მუხლზე როგორ შეიძლება დავიმალო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია