პოლიტიკა

ამერიკელი კაცი თითქმის 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს

აშშ-ში ციხიდან გაათავისუფლეს 69 წლის კაცი – მორის ჰასტინგსი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1984 წელს აღმოჩნდა და 1988 წლიდან სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, – ამის შესახებ BBC წერს.

კაცის გათავისუფლებისა და უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი დნმ-ის ახალი მტკიცებულებები გახდა, რომლითაც გაირკვა, რომ დანაშაული არა მან, არამედ სულ სხვა კაცმა ჩაიდინა.

საქმე ეხებოდა რობერტა უაიდერმაიერის მკვლელობას, რომლის ცხედარიც 1983 წელს, თავისსავე ავტომობილის საბარგულში იპოვეს. ქალს თავში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. იკვეთებოდა სექსუალური ძალადობის კვალიც.

აუტოპსიის დროს, მოკლულის პირის ღრუში სპერმა აღმოჩნდა. ჰასტინგსი დაკავების მომენტიდან უარყოფდა მომხდართან კავშირს, მაგრამ 2000 წელს, ოლქის პროკურორმა უარყო მისი მოთხოვნა, ჩატარებულიყო დნმ-ტესტი. საბოლოოდ, 2021 წელს, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დნმ-ის ტესტირება ჩატარდა. დადგინდა, რომ სპერმა ჰასტინგსის არ იყო“, – წერს BBC.

„მრავალი წლის განმავლობაში ვლოცულობდი, რომ ეს დღე დამდგარიყო. თითს არავისკენ არ ვიშვერ, მაგრამ უბრალოდ მინდა, რომ ახლა ჩემი ცხოვრებით ვისიამოვნო, ვიდრე დრო კიდევ დამრჩენია“, – ამბობს გათავისუფლებული.

დნმ-ის ახალი მტკიცებულებების მიხედვით, მასალა მიუთითებს სულ სხვა კაცზე, რომელიც სხვა დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული და ციხეში 2020 წელს გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ

სუსი – სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია