პოლიტიკა

არ შემიძლია გავაგრძელო მუშაობა კომბსის ადვოკატად – P Diddy-ს უფლებადამცველი

შონ კომბსი, იგივე P Diddy, ახალი კრიზისის წინაშე დადგა მისმა ადვოკატმა ენტონი რიკომ საქმის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, ­ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

“არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია გავაგრძელო ეფექტურად მუშაობა შონ კომბსის ადვოკატად,” – განაცხადა ადვოკატმა.

ენტონი რიკომ ასევე თქვა, რომ მისი გადადგომა არ გამოიწვევს მიმდინარე განრიგის შეფერხებას და კომბსი სასამართლოს წინაშე მაისში წარდგება.

55 წლის შონ კომბსი, ბრუკლინის ციხეში ამ დრომდე რჩება. ის გასული წლის სექტემბერში დააკავეს.

P Diddy-ს 17 სექტემბერს ფედერალურად წაუყენეს ბრალი შეთქმულების, სექსუალური ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის მიზნით ტრანსპორტირებაში.

პროკურორები ამბობენ, რომ ის აჩუმებდა მსხვერპლებს შანტაჟითა და ძალადობის გზით, მათ შორის გატაცებით და ცემით.

ასევე ნახეთ

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი – ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია