პოლიტიკა

ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე, ნანა შამათავამ გამოაცხადა, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, პატიმრობის გამოყენების თაობაზე, დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა. შუბითიძემ განაცხადა, რომ მიმალვას არ აპირებს და ბრალსაც აღიარებს.

სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულასთვის” მიცემულ ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მან განმარტა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება არსებობს. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქმეზე მორიგი წინა სასართლო სხდომა 17 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ასევე ნახეთ

საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი

საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს შინაგან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია