პოლიტიკა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებული გელა უძილაურის დამნაშავედ ცნო. მას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა უძილაურმაც.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გელა უძილაური ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ბ დ ნ” ქვეპუნქტებით, 19/109-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით და 236-3-4 ნაწილებით.

ასევე ნახეთ

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი – ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია