პოლიტიკა

დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს

7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია!”- ამის შესახებ დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა – პატიმრობის მე- 7 წელს, “მთავარმა არხმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ციანიდის საქმეს თავდაყირა აყენებს. დოკუმენტი 2022 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ საქმის ერთადერთი “დაზარალებული,” შორენა თეთრუაშვილი, ბრალდებულს აღარ უჩიოდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ დეკანოზის პატიმრობა პროკურატურამ შინაპატიმრობით შეეცვალა.

დეკანოზის ოჯახის მაშინდელი ინფორმაციით მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა და მას დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე 5 წელი აღარ შეუძლო.

სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს და  9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და “ციანიდის” გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

ასევე ნახეთ

საქართველოს პროკურატურა – თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ევროპელი მოსახლეობისგან მიღებული, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე

საქართველოს  პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შპს მორგან ლიმიტედის სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია