“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში შესული ცვლილების თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს ანტიკორუფციული ბიურო განიხილავს და არა მთავრობა. ეს ერთ-ერთი ცვლილებაა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში აისახა.
კორექტირებული კანონპროექტის გათვალისწინებით, ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურა დაიწყოს საკუთარი ინიციატივით, ან მთავრობის წევრის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართვის საფუძველზე.
„ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი პოლიტიზირებული არ უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ პროცედურის პოლიტიკისაგან დაცვლა. გავითვალისწინეთ და გთავაზობთ, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცეს, რომელიც შექმნილია 12- პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. შესაბამისად, ეს საკითხი სრულად დეპოლიტიზირებული იქნება”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტის კორექტირებულ ვერსიის განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.