პოლიტიკა

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტ- კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ პეტრიწის ქუჩაზე, სადაც არასრულწლოვანი გოგონა უგონო მდგომარეობაში ნახეს.

სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლოვანის ცხედარი გვიან ღამით პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა უტარდება.

გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.

 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია