პოლიტიკა

დოროყაშვილი: მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ქალებს, თქვა, რომ ძალადობაში ამოგხდებათ სული

ნელი დოროყაშვილი ამბობს, სასამართლო დავას გააგრძელებს და სამართლიანობას მიაღწევს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ბასილაშვილი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა. 

“მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2-წლიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას იმეორებს. მას შეეძლო პირდაპირ 2 წლის წინ მოესმინა ბრალდებულისთვის, გაემეორებინა მისი სიტყვები და ეთქვა მაშინვე, არ არის ეს ბიჭი დამნაშავეო. ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ, ძალადობაში ამოგხდებათ სული თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?!” – წერს დოროყაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ

ადვოკატი – სასტიკად ნაცემი ალეკო ელისაშვილი განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აქციიდან განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია