პოლიტიკა

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ქალაქ ნარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც იაპონური მაუწყებელი NHK იუწყება, ყოფილ პრემიერს ზურგიდან ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. შინძო აბე კი ჰოსპიტალიზებულია. სააგენტო Kyodo News-ი წერს, რომ ყოფილი პრემიერი უგონოდაა.

შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. ის იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობაზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მსახურობდა. შინძო აბე 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა.

ასევე ნახეთ

საქართველოს პროკურატურა – თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ევროპელი მოსახლეობისგან მიღებული, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე

საქართველოს  პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შპს მორგან ლიმიტედის სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია