პოლიტიკა

ირანში საპროტესტო აქციების კიდევ ორი მონაწილე სიკვდილით დასაჯეს

ირანი აცხადებს, რომ შაბათს სიკვდილით დასაჯეს საპროტესტო აქციების კიდევ ორი მონაწილე – ისინი ბრალდებულები იყვნენ დემონსტრაციების დროს სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში.

მუჰამედ მაჰდი ქარამსა და სეიედ მუჰამედ ჰოსეინს სასიკვდილო განაჩენი 2022 წლის დეკემბერში გამოუტანეს, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და განაცხადეს, რომ ბრალის აღიარება წამებით აიძულეს. ქარამის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სიკვდილით დასჯამდე მასთან შეხვედრის უფლება არ მიეცათ.

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები სექტემბერში მორალის პოლიციის მხრიდან 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაიწყო – თავდაპირველად ძირითადად ფემინისტური პროტესტი ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ კანონებს ეხებოდა. მოგვიანებით აქტივისტები მთელი ქვეყნის გარშემო ირანის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლებამ ათასობით აქტივისტი უკვე დააკავა, ასობით ადამიანი პოლიციის მხრიდან ძალადობას ემსხვერპლა, ათობით აქტივისტს კი ირანის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის სულ მცირე 516 მომიტინგე დაიღუპა, მათ შორის 70 ბავშვი და 19 262 დააკავეს. ასევე იტყობინება უსაფრთხოების 68 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ.

ასევე ნახეთ

სუსი – სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია