პოლიტიკა

ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე 5 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, გულგრილობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტებზე, პასუხისგებაში 5 ადამიანი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა განახორციელეს მარცვლეულის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, რა გზითაც უსაფუძვლოდ შეიქმნეს 150 961 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე გადასახადების დასაფარად.

ამავდროულად, 2022 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ორი კომპანიის სახელით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 447 742 ლარის საბაჟო ღირებულების 476 347 კილოგრამი არადეკლარირებული ხორბალი.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებულმა ზიანმა ჯამში შეადგინა დაახლოებით 231 000 ლარი. ამ ეტაპზე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზიანის ანაზღაურების სახით შეტანილია 170 000 ლარი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე, 220 პრიმა და 214-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია