Breaking News

ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებული მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილის შვილია

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებული მოქალაქე ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის, თამაზ ელიზბარაშვილი შვილია.

მისი თქმით, მისი შვილი, გურამ ელიზბარაშვილი ძაღლს ასეირნებდი, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქესთან უთანხმოება მოუვიდა. შელაპარაკების დროს ფეხში დაიჭრა გურამ ელიზბარაშვილიც.

“როგორც ვიცი, ჩემი შვილი დილით ძაღლს ასეირნებდა. გურამი 41 წლის არის, პატარა კი არ არის, 4 შვილის მამაა. ჰყავს ასევე მეხუთე ოჯახის წევრი, იგივე შვილი – პატარა დეკორატიული ძაღლი. ეს პატარა ძაღლი ჰყავდა სკვერში ჩაყვანილი. იქ იყო ყაზახი, რომელსაც არ მოსწონებია, რომ ძაღლს ასეირნებდა სკვერში. გურამისთვის უთქვამს, მოაშორე აქედანო. მოკლედ, შელაპარაკება მოხდა, ყაზახს ფეხი მოუქნევია ძაღლისთვის, ამას მოჰყვა ჩხუბი. ჩემი შვილიც დაჭრილია. ფეხშია დაჭრილი იარაღით. როდემდე უნდა იყოს ჩემს ქვეყანაში ასეთი გაბოროტებული ხალხი, რომელიც ასე ძალადობს ცხოველებზე? კამერების ჩანაწერებით ყველაფერი კარგად დადგინდება”, – განაცხად თამაზ ელიზბარაშვილმა ambebi.ge-სთან.

გავრცრლებული ინფორმაციით, მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც დაიჭრა პირი. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ადგილზე მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

Check Also

პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ცხრა მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია