პოლიტიკა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის მოტივზე გარკვეული ვერსიები გააჩნიათ

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, – ამის შესახებ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველ კითხვას პასუხს გასცემს. უამრავი მოწმეა დაკითხული და არსებულ კითხვებს პასუხს ძალიან მალე გავცემთ“, – განაცხადა თეიმურაზ კალანდაძემ.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა, 6 კი გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მუნთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მუნთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს.  ბოლო პერიოდში შეინიშნება მუნის შემთხვევების ზრდა სკოლებს და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...