პოლიტიკა

ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანია.

მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორივე მათგანს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

17 წლის ბრალდებული დედის მკვლელობას აღიარებს და მოტივად მშობლის პირად ცხოვრებას ასახელებს. მისგან განსხვავებით, დუმილის უფლებით სარგებლობს მკვლელობაში კიდევ ერთი ბრალდებული, 19 წლის რამინ ნასიბოვი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა ქალი შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა.

მიღებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ

დაკავებულია კაცი, რომელმაც ხაშურში ბანკომატიდან 64 000 ლარზე მეტი მიითვისა

ხაშურში კაცმა ბანკომატიდან 64 000 ლარზე მეტი მიითვისა .სასამართლომ მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ გადაწყვეტილებით უზენაესმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია