პოლიტიკა

მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს მთავრობას €10000-ის გადახდა დააკისრა

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება, თუმცა 2020 წლის 28 იანვარს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა და განაცხადა, რომ “თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, რის გამოც, სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა”.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სიცოცხლის ხელყოფისა და “აშკარად არაეფექტიანი გამოძიების საქმეზე” განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა. საქმის არსებითი განხილვა 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალები შეისწავლა. მასალებიდან ირკვეოდა, რომ მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არსებობდა სერიოზული კითხვები. EMC-ს შეფასებით, გამოძიების ცალკეული გარემოებები სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს ბოლო წლებში უფლების დარღვევის ყველაზე მძიმე შემთხვევაა და სუს-ის მხრიდან სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს უფლების დარღვევის აშკარა ნიშნებს ატარებს.

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია