პოლიტიკა

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ნინო დათაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ  ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა.

პროცესის დაწყებამდე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა. პროკურატურამ გირაოს თანხა 5 000 ლარი დაასახელა, გადახდის ვადად კი – 30 დღე. შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც, მათ წარმოდგენილი ჰქონდათ შესაბამისი სამედიცინო დასკვნაც კლინიკა „ვივამედიდან“.

პროკურორის თქმით, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.

ნინო დათაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო და ციხის ადმინისტრაციას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო  ციხის ადმინისტრაციას, ექიმებს, ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობს გასაუმჯობესებლად, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და ახლა ორი ოპერაცია მჭირდება“, – განაცხადა დათაშვილმა.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი – ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...