პოლიტიკა

მეუფე ანტონი – სოსო გოგაშვილს მინდა ვკითხო: რატომ სოსო? უცებ როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელსაც ემსახურებოდა? 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილის მოინახულებს.

როგორც მეუფე ანტონმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა, მას კითხვები აქვს სოსო გოგაშვილთან, თუ რატომ დაუპირისპირდა სისტემას, რომლის ნაწილიც თავად იყო.

„ვეცდები, რომ მას შევხვდე და ალბათ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო – რატომ სოსო? რატომ? შენ ხომ შეგზავნილი არ იყავი. იქ, სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემების მხილებას, რომ „მე ასე ვიცი, მე ისე ვიცი“ – ამას ჩვენებურად შანტაჟი ჰქვია და არ შეიძლება. დღევანდელ პოზიციას ვერ ვიგებ. უცებ როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელშიც იყო, რასაც ემსახურებოდა? ასე მგონია, ვიღაცამ ძალიან „შეუჩხიკინა“, – აცხადებს მეუფე.

ასევე ნახეთ

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. შესაბამისი განცხადება გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...