პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 7 ნოემბრის საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 7 ნოემბრის საქმის განხილვა გადაიდო.

დღევანდელ პროცესზევე სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილება კლინიკა „ვივამედის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე მიიღო და განმარტა, რომ სააკაშვილს არ შეეძლო საკუთარ პროცესში მონაწილეობის მიღება.

დღევანდელ პროცესზევე სასამართლომ ამავე საქმეში ორი ბრალდებულის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ასევე ნახეთ

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ბიზნესმენი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია