პოლიტიკა
R. Kelly turns to exit during a hearing at the Leighton Criminal Court building, in Chicago, Tuesday, Sept. 17, 2019. A judge in R. Kelly's Illinois sexual assault case has refused to give $100,000 in bail money back to a Kelly friend who paid it in February to secure the singer's release from county jail. (Antonio Perez/ via AP Pool)

მძიმე ბრალდება და 30 წლიანი პატიმრობა ამერიკელ მომღერალ R. Kelly-ს

ამერიკელ მუსიკოს R. Kelly-ს, რომელსაც ბავშვებსა და ქალებზე სექსუალური ძალადობის სქემის მართვაში ედებოდა ბრალი, სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნიუიორკელმა მოსამართლემ 55 წლის მომღერალი სექსტრეფიკინგსა და შანტაჟში დამნაშავედ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ცნო. ჩიკაგოელ მუსიკოსს ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა $100 ათასის ოდენობით. ამჯერად, სასამართლო დავა მის წინააღმდეგ სამ სხვადასხვა საქმეზე მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილი გახდა, მომღერალი მთელი ორი ათწლეულის განმავლობაში თავის სახელსა და გავლენას იყენებდა, რათა ქალები და ბავშვები სექსუალური ძალადობის სქემაში ჩაერთო. ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო მოსმენებზე გაცხადდა, როგორ დადიოდა იგი სხვადასხვა შტატში მენეჯერებთან, დაცვასა და თავისი გუნდის სხვა წევრებთან ერთად, რათა მსხვერპლები ეპოვნა.

R. Kelly, იგივე რობერტ კელი, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ამერიკელ მუსიკოსად მიიჩნეოდა. მისი სიმღერა, I Believe I Can Fly, ჰიტადაც იქცა და არაერთი ქვეყნის მუსიკალურ ჩარტებში მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდა.

ასევე ნახეთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს

23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება, ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია