პოლიტიკა

საგარეჯოში “მთავარის” “ფორმულასა” და “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ მამუკა შაქარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოში, “მთავარის” “ფორმულასა” და “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ მამუკა შაქარაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

შაქარაშვილი 14 ივლისს დააკავეს. გამოძიება მას ბრალად ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა ედება.

მამუკა შაქარაშვილი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია და ამავე აიპის უფროსის, თემურ ილაურის სიძეა.

6 ივლისს, საგარეჯოში მომხდარ ინციდენტში, ნაციონალური მოძრაობის პენსიონერებთან შეხვედრის მიმდინარეობისას სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდა იქ მყოფ ოპერატორებს. მთავარი არხის ოპერატორს ასევე დაუზიანა კამერა. ჟურნალისტს კი მიკროფონის წართმევას უპირებდა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდა.

ასევე ნახეთ

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ბიზნესმენი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია