პოლიტიკა

ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის სამი ნარკორეალიზატორია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისსა და შიდა ქართლში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის სამი ნარკორეალიზატორია – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1993 წელს დაბადებული ნ.მ. და 1992 წელს დაბადებული ხ.კ. და 1980 წელს დაბადებული ლ.ტ. დიდი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის – 1993 წელს დაბადებული ლ.შ. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. 1963 წელს დაბადებული თ.გ. კი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს – 1987 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფ.ზ.-ს, იგი სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ჯამში ამოღებულია: 33 შეკვრა „კოკაინი“, 155 გრამი „მეტადონი“, 85 გრამზე მეტი „ჰეროინი“, ერთი აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“, 83 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება „ლსდ“, 295 აბი „სუბუტექსი“, 1 040 აბი „ოქსიკოდონი“ და 690 აბი „ლირიკა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაულები რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ

შსს- სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია