პოლიტიკა

Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ Variety წერს. მათივე ინფორმაციით, შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა.

ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩივის და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. სარჩელში ნათქვამია, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მას არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკესთან, სინამდვილეში იმ დროისთვის გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ მოიხსენია იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

ასევე ნახეთ

„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ერთ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია