პოლიტიკა

ნინო ნადირაძის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის

ვივამედის დირექტორის ნინო ნადირაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

პროცესზე მას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჰკითხა, არის თუ არა სააკაშვილი მძიმე კატეგორიის პაციენტი, რაზეც ნადირაძემ უპასუხა:

“მძიმეა ზოგადად, მთლიანად მოცემულობა ამ ქეისის, ზოგადად, მთლიანად ქეისი არის მძიმე. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ თუ ის არ გააგრძელებს მკურნალობას, თუ ის გააგრძელებს შერჩევით მკურნალობას, უარს იტყვის საკვებზე, პარენტერალურ კვებაზე, რა თქმა უნდა, მკვეთრად დამძიმდება”.

ადვოკატმა მას დაზუსტება სთხოვა და უთხრა, რომ სააკაშვილს კახექსიის დიაგნოზი აქვს. ნადირაძე ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “კახექსია კვების გამო არის”.

“დაგვთანხმდეს კვებაზე, კვებითი დანამატების მიღებაზე, შესაბამის მკურნალობაზე და დაინახავთ, როგორ იქნება”, – თქვა მან.

ასევე ნახეთ

პროკურატურა – ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება

ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება | პროკურატურის განცხადებით, საქმე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...