პოლიტიკა

პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ცხრა მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. ამასთან, შეწყალების აქტი შეეხო ასევე ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელის სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.

ასევე ნახეთ

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი – ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია