პოლიტიკა

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი – ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს მკვლელობის აღიარებით ჩვენებაზე ხელი.

ადვოკატის განმარტებით, თეკლა გერსამია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა და მან ამოიღო.

„ერთხელ აქვს დარტყმული იმიტომ, რომ მეორედ ვერც დაირტყამდა. ერთხელ ამოაცალა. რასაც თვითონ იხსენებს, მიშველეო, ერთი დაიძახაო. თეკლას თვალწინ დაირტყა (დანა). მიშველეო უთხრა და ამანაც გამოაძრო, ერთი ეგ მოვიფიქრე, რომ გამომეძროო. მოვიკიდე და წავიყვანეო.

როდესაც მე პოლიციის განწყოფილებაში ვიმყოფებოდი, ეს პოლიციისთვის ცნობილი იყო. ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სადაც ეუბნებიან, რომ აღიარე, არაფერი იქნებაო. ბავშვი ჰყავდა თან თეკლას და ამ ბავშვთან ერთად სახლში გაგიშვებთო. ამ მიზნით, მან ნდობა გამოუცხადა და იმ ოქმს მოაწერა ხელი, რაც მას დაუდეს წინ. შედეგად, მერე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ მან მკვლელობა აღიარა. ოქმში ეწერა, რომ მე დავარტყი დანაო”, – ამის შესახებ მან ადვოკატმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ასევე ნახეთ

სუს-ი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარის გაფლანგვის საქმეზე დაკავებულია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია