პოლიტიკა

ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს – ის მოსწავლეებს სთავაზობდა, თანხის სანაცვლოდ გაჰყოლოდნენ

ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა გუშინ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა, თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პირი მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთია გათავისუფლებული.

დაკავების ფაქტს ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თუმცა განმარტავს, რომ მშობლებში პანიკაა და სხვა გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.

სკოლის მიმდებარედ მამაკაცის დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სექსუალური ძალადობის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

ქუთაისში, სკოლებთან უცნობი პირების გადაადგილების ფაქტებზე აქტიურად საუბრობენ ბოლო პერიოდში. მშობლები აცხადებენ, რომ სკოლის ჩატებში მასწავლებლების მიერ ხდება გაფრთხილება და მათ მოუწოდებენ, რომ ბავშვები მარტო არ დატოვონ.

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე, ვიდრე ქვეყანაში გისოსებში ვიჯდე

8-წლიან მუხლზე არ დავმალულვარ და ერთწლიან მუხლზე როგორ შეიძლება დავიმალო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია