პოლიტიკა

რას ამბობს ახალი სახალხო დამცველი 7-8 მარტის აქციების დაშლაზე

ლევან იოსელიანმა “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.

ომბუდსმენის დასკვნაში ნათქვამია, რომ აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.

  • “რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს”, — აცხადებს იოსელიანი.
  • მისივე შეფასებით, სამართალდამცველებმა შესაბამისად ირეაგირეს აქციის იმ მონაწილეთა მიმართ, რომლებიც პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელს აზიანებდნენ, თუმცა ძალის გამოყენება არალეგიტიმურად გაგრძელდა საკანონმდებლო ორგანოს წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მისამართით.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ აქციაზე დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, “მაშინ როდესაც აქციის მიმდინარეობისას კანონმდებლობა მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს”.

  • მისივე თქმით, სამართალდამცავები იყენებდნენ მასობრივი დაკავების პრაქტიკას.
  • “გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას, შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა”.
  • იოსელიანის განცხადებით, დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმებზე და აღენიშნებოდათ დაზიანებები.
  • “განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით. აღენიშნება დაზიანებები თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში”, — ნათქვამია ანგარიშში.
  • სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე, მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია