პოლიტიკა

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინაში მებრძოლ ხუთ დაქირავებულ ქართველ მებრძოლზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, ხოლო საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს მსგავსი ბრალდება წაუყენეს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

„უცხოელი დაქირავებული მებრძოლების საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობის ფაქტების გამოძიების ფარგლებში გამოძიებამ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ ადრე დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ“, – აცხადებენ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში.

მათივე მტკიცებით, მოიპოვეს მტკიცებულებები საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის „ქართულ ეროვნულ ლეგიონში“ მონაწილეობის შესახებ და მათ მსგავსი ბრალდება წაუყენეს

ასევე ნახეთ

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ამის შესახებ მოსაყდრე შიომ და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...