პოლიტიკა

სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა დაუსწრებლად განიხილა და საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

როგორც მან აღნიშნა, ადვოკატები პროცესს არ დასწრებიან.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

ასევე ნახეთ

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი – ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია