პოლიტიკა

სააკაშვილმა სასამართლოს ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა – თუ ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სასამართლოს ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა.

„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცხოვრება და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. ჩემი მდგომარეობა არის გაუარესებული. თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. ამ წუთებში სასამართლოზე იკითხება ნევროლოგი თენგიზ წულაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს. საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ასევე ნახეთ

„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ერთ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია