პოლიტიკა

საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი გადაიდო.

სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი ვერ გამოცხადდა. ამასთან, მან კლინიკიდან გამოგზავნილ განცხადებაში მიუთითა, რომ პროცესის მის გარეშე ჩატარებას არ ეთანხმებოდა.

მომდევნო პროცესი 11 ივლისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ასევე ნახეთ

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ბიზნესმენი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია