პოლიტიკა

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი პირი – ისაკო დევიძე, ირაკლი ანდღულაძე და დავით წოწორია სასამართლომ სამართალდამრღვევად მიიჩნია.

მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, ისაკო დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.

ხოლო მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი ანდღულაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 700-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

დავით წოწორიას კი მოსამართლე ნინო ენუქიძიემ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

 მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით სულ 16 პირი დააკავეს. 3 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დანარჩენები კი დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეასახლეს. მათგან ამ ეტაპისთვის მხოლოდ 3 პირის სასამართლო პროცესი ჩატარდა. დარჩენილებს ადმინისტრაციული პატიმრობის 48-საათიანი ვადა ხვალ დილით ეწურებათ.

ასევე ნახეთ

„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ერთ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია