Breaking News

სასამართლომ რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარში მომხარ მკვლელობებსა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულს და მის ძმას პატიმრობა შეუფარდა

რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარში მომხდარი ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულ, გიორგი ორველაშვილს და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება იყო. კერძოდ, ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი ორველაშვილი ბაზარში ბიძამისთან მუშაობდა, მათ შორის კონფლიქტის გამო, ბიძამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც მან ბიძა მოკლა.

ინფორმაციისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

ცნობისთვის,  სამართალდამცავებმა 20 თებერვალს, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. იარაღი საიდამაც გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმას ეკუთვნის.

Check Also

პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ცხრა მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია