პოლიტიკა

სასამართლომ სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

საია-ს იურისტის, ნიკა მაღედანის თქმით, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ცესკოს იურისტი კახა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, 14 აგვისტოს, საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება გაასაჩივრა, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის ერთერთ მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა. საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვს.

ასევე ნახეთ

დაკავებულია კაცი, რომელმაც ხაშურში ბანკომატიდან 64 000 ლარზე მეტი მიითვისა

ხაშურში კაცმა ბანკომატიდან 64 000 ლარზე მეტი მიითვისა .სასამართლომ მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ გადაწყვეტილებით უზენაესმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია