პოლიტიკა

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანებასა და განადგურებაზე ჯარიმები დაწესდება

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანებასა და განადგურებაზე ჯარიმები დაწესდება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-ი ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში, კი ჯარიმა 500-ს ლარს შეადგენს, ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობას ხუთ დღემდე ვადით.

გარდა ამისა განისაზღვრება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი არის – 18 წლამდე ასაკის პირი, ვის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც, მან ჩაიდინა ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რისი სახდელის ერთადერთ ან ერთ-ერთ სახედ ადმინისტრაციულ პატიმრობაა გათვალისწინებული.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ხვალ პარლამენტი ბიუროს სხდომაზე განიხილავს. 

ასევე ნახეთ

პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ცხრა მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია