პოლიტიკა

“სილქ როუდ ჯგუფის” განცხადება ლევან კაჭარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

“ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას. ლევანი”სილქ როუდ ჯგუფის” დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი.

2006 წლიდან ლევანმა “სილქ როუდ ჯგუფისგან” დამოუკიდებლად გააგრძელა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა. ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ლევანის მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან.”

ასევე ნახეთ

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ამის შესახებ მოსაყდრე შიომ და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...