პოლიტიკა

სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირების საფუძველზე, 21 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირების საფუძველზე, 21 წლის მამაკაცი მოკლეს. მოკლული ახალგაზედა შალვა ქაშაკაშვილია.

არსებული ინფორმაციით,  კონფლიქტი სოციალურ ქსელ “telegram”-ში დაიწყო, შემდეგ ერთმანეთისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა წერეთლის N140-თან შეხვდა. გარჩევას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც 21 წლის ბიჭმა შალვა ქაშაკაშვილს მუცელში დანა დაარტყა, იარაღი ჭრილობაში ჩატოვა და გაიქცა.

დანაშაულის ადგილზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. გადაღებულია მკვლელობის მომენტი, სადაც ჩანს, ახალგაზრდების შეხვედრიდან რამდენიმე წამში, როგორ უსწორდება ცივი იარაღით სავარაუდო მკვლელი შალვა ქაშაკაშვილს.

დანაშაულის ფაქტიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება მივიდა. შალვა ქაშაკაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. 21 წლის ბიჭი ზაჰესის იზოლატორშია მოთავსებული. დაკავებული, დუმილის უფლებას იყენებს. მოკლული ახალგაზრდა ექსპერტიზის შემდეგ სახლში გადაასვენეს.

დაკავებულს განზრახ მკვლელობის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ

ადვოკატი – სასტიკად ნაცემი ალეკო ელისაშვილი განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აქციიდან განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია