პოლიტიკა

სოფელ კარდენახში 2 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ცენტრალურ გზაზე იარაღით ორი ადამიანია მოკლული. ისინი თანასოფლელები არიან.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მკვლელობის ადგილას ორივე ავტომობილს ტყვის კვალი ეტყობა და საქარე მინები აქვს ჩამტვრეული. კარდენახში პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

მოკლულთა ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე უარს აცხადებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109 (განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირის მიმართ) მუხლით.

ასევე ნახეთ

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი – ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია