პოლიტიკა

სოსო გოგაშვილის მეუღლე: 4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი იაკობი იყო მოსული, მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო

თუ არ ვცდები, 4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იყო მოსული. ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა დაასახელა გვარები, ვინც სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.

„თუ არ ვცდები, 4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იყო მოსული. ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო და ეს მოდის ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ივანიშვილიო – ეს სამი გვარი დაასახელა. ახლა მე ვრწმუნდები, რომ ნამდვილად, ის ვერ მოხერხდა, რომ ჩვენი ლიკვიდაცია, ასე ჩავეცხრილეთ, თუმცა რა წუხელ მოხდა, ჩემთვის ის იყო ლიკვიდაცია“,- განაცხადა გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა.

ასევე ნახეთ

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. შესაბამისი განცხადება გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...