პოლიტიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება, რაც პროკურორების მიერ ჩადენილ დანაშაულების გამოიძიებას გულისხმობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება – აღნიშნული უწყება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე სქესობრივი ხელშეუხებლობისა და ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორმა ჩაიდინა.

შესაბამისი ცვლილებები „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარუდგინეს.

გარდა ამისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭებათ უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს საკუთარი ინიციატივით გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც ამ ორი უწყების საქმიანობას უკავშირდება და მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

ამავე ცვლილებების ფარგლებში, იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსების მიმართ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული ღონისძიებების დასაწყებად საჭირო იქნება პარლამენტის თანხმობა – სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

ასევე ნახეთ

სუსი – სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია