პოლიტიკა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ლაზარე გრიგორიადისისთვის თმის გადაპარსვის ფაქტი

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მარტის აქციების მიმდინარეობისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განცხადება გაავრცელა.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა “მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს ნების საწინააღმდეგოდ.”

პენიტენციური სამსახური ასევე „ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ ლაზარე გრიგორიადისთან ადვოკატი არ შეუშვეს.

„2023 წლის 31 მარტს 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ.

„დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.

მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით.

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.

ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ განცხადებას წინ უძღოდა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის ბრალდებები, რომ სამართალდამცველები ბრალდებულს დაკავების დროს აღიარებითი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში მეგობრის დაკავებით დაემუქრნენ.

როგორც ადვოკატმა გრიგორიადისის გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ აღნიშნა, დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. მისიცე თქმით, ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ თმა გადაპარსეს.

 

ასევე ნახეთ

სოფელ კარდენახში 2 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ცენტრალურ გზაზე იარაღით ორი ადამიანია მოკლული. ისინი თანასოფლელები არიან. შემთხვევის ადგილზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია