პოლიტიკა

სროლა ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე – არის მსხვერპლი

ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამართულ აღლუმზე სროლა იყო.

მოკლულია ექვსი ადამიანი, დაიჭრა 24. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თვითმხილველების ცნობით, აღლუმზე სროლის ხმა მისი დაწყებისთანავე გაისმა. ქალაქ ჰაილენდ პარკის მერის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა.

პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედის დაკავება შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დევნის შედეგად მოხერხდა. დამნაშავე 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა. ამოღებულია შაშხანა, რომლიდანაც ის აღლუმის მონაწილეებს ესროდა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია